Wednesday, February 5, 2014

ამ კითხვას სავარაუდოდ კაცობრიობა პასუხს ვერასოდეს ვერ გასცემს.
ადამიანებს უამრავი შეკითხვები აქვთ ზოგადად სამყაროსთან დაკავშირებით: რა არის გონება? რა არის მიზიდულობა? რა არის შავი ხვრელი? როგორ გაჩნდა პირველი ცოცხალი არსება? და მაინც, ყველაზე ამოუცნობი კითხვა არის: როგორ შეიქმნა მთლიანად სამყარო?
თუ ამ საკითხს არ შევხედავთ რელიგიურად და მივუდგებით მეცნიერულად, ჩვენ ვნახავთ, რომ არსებობს თეორიები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. მეცნიერი ანა დრუიანი ამბობს:
“ამ კითხვის წინაშე ყველა სხვა საიდუმლოება იხრის ქედს. ჩემი ოცნებაა სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მე ადამიანი ვარ და არ მიყვარს არცოდნა.”
დიახ, არსებობს თეორიები, თუმცა რაც უფრო ჩაუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო აირევი და დიდ გამოუვალ ლაბირინთში მოხვდები. ყველა თეორიას აქვს თავისი სისუსტეები და არცერთი არ არის სრულყოფილი. ყველაზე გავრცელებული თეორიაა ინფლაცია, რომელიც ეყრდნობა “ბიგ ბენგ”-ის მოდელს. “ბიგ ბენგის” მოდელის თანახმად სამყარომ ინფლაცია დაიწყო ძალიან ცხელი მდგომარეობიდან, იგი იზრდებოდა, იზრდებოდა და გალაქტიკებს ანაწილებდა ზრდასთან ერთად. “ბიგ ბენგის” მოდელს ვრცლად გაეცანი
თ აქ................

No comments:

Post a Comment