Tuesday, February 11, 2014

    კომეტების მსგავსად, ვარსკვლავთა სფერული გროვებიც ტელესკოპში პატარა ,,გადღაბნილ” მნათ ლაქებად ჩანს. სამი ასეთი ნათი ლაქა დამკვირვებელთა ყურადღებას გამორჩეულად იპყრობდა. ამ ლაქებიდან ორი მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან მოჩანს. პირველად ეს ორი ლაქა მაგელანმა სამხრეთ ამერიკის გარშემო მრავალკვირიანი ცურვისას შეამჩნია . ეს ,,ნისლოვანი ნაფლეთები”ვარსკვლავებს შორის უცვლელ მდებარეობაშია. მათ ,,მაგელანის ღრუბლები “ უწოდეს. მესამე ასეთი ლაქა-ანდრომედას ნისლეული მოჩანს ანდრომედას თანავარსკვლავედში.
    მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჩვენი გალაქტიკის- ირმის ნახტომის -ზომები დაადგინეს. დაახლოებით იმავე პერიოდში გაზომეს მანძილი მაგელანის დიდ და მცირე ღრუბლებამდე და ანდრომედას ნისლეულამდე. აღმოჩნდა, რომ სამივე ეს ობიექტი ირმის ნახტომის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მაგელანის ღრუბლებიდან უახლოესი-მაგელანის დიდი ღრუბელი-ჩვენგან 46 კპს მანძილითაა დაშორებული. ხოლო მცირე ღრუბლამდე მანძილი არის 50,6კპს. ანდრომედას ნისლეულამდე მანძილი არის 700 კპს. ამ ნისლეულიდან ჩვენამდე მანძილის გავლას სინათლე 2,3 მილიონ წელიწადს ანდომებს.
     ასეთი გიგანტური მანძილით დაშორებული ციური ობიექტები ძალიან დიდი ზომისა უნდა იყოს, რომ მათი ზომების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შევძლოთ. თანამედროვე ხელსაწყოებით გადაღებული ფოტოსურათები გვიჩვენებს, რომ ანდრომედას ნილეულს ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური სტრუქტურა აქვს და ზომებითაც ჩვენი გალაქტიკის ტოლია. შეფასებით იგი 200 მილიარდ ვარსკვლავს უნდა შეიცავდეს. მაგელანის ღრუბლები ბევრად უფრო მცირე ზომისაა. მაგელანის დიდი ღრუბელი 5-10 მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს, მცირე ღრუბელი კი- 1-2 მილიარდს.
      ტელესკოპით აღმოჩენილი და შესწავლილია სხვა მსგავსი ობიექტებიც.მათ უმრავლესობას- 75%-ს – ირმის ნახტომისა და ანდრომედას ნისლეულის მსგავსი სპირალური სტრუქტურა აქვს, შედარებით მცირე ნაწილი (20%)- უფრო ერთგვაროვანია, სფერული ან ელიფსური ფორმა აქვს. დარჩენილი 5% კი მოუწესრიგებელი , არარეგულარული სტრუქტურისაა. ყველა ამ ,,ნისლოვან ლაქებს”გალაქტიკები უწოდეს. თანამედროვე ტელესკოპით გალაქტიკის დანახვა 4,5-5 მილიარდი პს მანძილზე ხერხდება. გალაქტიკების საერთო რაოდენობა სამყაროში რამდენიმე მილიარდია.
      XX საუკუნის ოციანი წლების ბოლოს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკების უმრავლესობა შორდება და მათი დაშორების სიჩქარე გალაქტიკამდე მანძილის პროპორციულია. ჰაბლის მიერ აღმოჩენილი კანონი მარტივი ფორმულით გამოიხატება      
    υ=Hr
     სადაც r გალაკტიკამდე მანძილია, ხოლო υ მისი ჩვენგან დაშორების სიჩქარე, პროპორციულობის H კოეფიციენტს ჰაბლის მუდმივა უწოდეს. ჰაბლის მდმივას რიცხვითი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რამდენი კმ/წმ-ით მატულობს გალაქტიკების დაშორების სიჩქარე მათ შორის მანძილის 1 მეგაპარსეკით გაზრდისას. თანამედროვე გაზომვების სიზუსტე ჯერ არ არის საკმარისი ჰაბლის H მუდმივას სიდიდის ზუსტად დასადგენლად. ასტრონომებს შედარებით სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომ H = 75კმ/წმ / მგპს ეს ნიშნავს, რომ 1 მეგაპარსეკით დაშორებული გალაქტიკები 75კმ/წმ სიჩქარით, ხოლო 100 მგპს მანძილით დაშორებულნი-7500კმ/წმ სიჩქარით გვშორდება.
 გალაკტიკების ერთმანეთისაგან დაშორების მოვლენას სამყაროს გაფართოება დაარქვეს.
ჰაბლი აღმოჩენიდან გამომდინარეობს, რომ ოდესღაც, ძალზე დიდი t0 დროის წინ, ყველა გალაქტიკა ერთმანეთთან ძალზე ახლოს უნდა ყოფილიყო და ერთი საერთო ცენტრიდან ყველა მიმართულებით ერთდროულად უნდა დაეწყო მოძრაობა. t0 დროის წინ სამყარო თითქოს ,,აფეთქდა” და ამ, ოდესღაც მომხდარი დიდი აფეთქებისშედეგად დაწყებულ გაფართოებას დღეს ვხედავთ. ეს აფეთქება დაახლოებით 20 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო. სავარაუდოა, რომ უფრო ადრე სამყაროს მთალი ნივთიერება ძალზე მცირე მოცულობაში იყო თავმოყრილიმ, ჰქონდა ვეებერთელა სიმკრივე და ძალიან მაღალი ტემპერატურაშემდეგ ნივთიერებამ გაფართოება დაიწყო, ტემპერატურამ თანდათან დაიკლო, სანამ დღევანდელი სამყაროსათვის დამახასიათებელ მნიშნელობას არ მიუახლოვდა. მეცნიერთა გამოთვლებით, დღეისათვის საშუალო ტემპერატურა სამყაროში  -2700 C მდე ანუ 30K-მდე უნდა დაცემულიყო.
        1963 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა პენზიასმა და უილსონმა სამყაროს ყველა უბნიდან დედამოწისაკენ მომავალი სწორედ ასეთი ტემპერატურის გამოსხივება აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენით დადასტურდა, რომ ოდესღაც – დაახლოებით 20 მილიარდი წლის წინ-სამყარო ძალიან ცხელი და ძალიან მკვრივი იყო. პენზიასისა და უილსონის მიერ აღმოჩენის ამ გამოსხივებას რედიქტური (ნარჩენი) გამოსხივება უწოდეს.
      რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მომავალში გალაქტიკების დაშორებას ანუ სამყაროს გაფართოებას? მეცნიერებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ არ შეუძლია.სამყაროს შემდგომი განვითარების გზების შესახებ რამდენიმე თეორიაა ჩამოყალიბებული. ამ თეორიებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, ბუნების სწორის აღწერისათვის შემდგომი დაკვირვებები და გაზომვებია საჭირო. ამას, ბუნების შემსწავლელ სხვა მეცნიერებებთან ერთად, ასტრონომია ემსახურება.
      აღმოჩნდა, რომ სივრცეში გალაქტიკების განაწილება არ არის ერთგვაროვანი. გალაქტიკები ურთიერთმიზიდულობის ძალის გავლენით ჯგუფებად ერთიანდებიან. ჟგუფებად გაერთიანებულ გალაქტიკებს გალაქტიკების გროვები ჰქვია.  გალაქტიკების ერთი გროვა შეიძლება რამდენიმე ათეულ ან ასეულ გალაქტიკა შეიცავდეს. ჩვენი გალაქტიკაც – ირმის ნახტომი – გალაქტიკების ერთ-ერთი გროვის შემადგენლობაში შედის. ამ გროვას ადგილობრივი ჯგუფი ჰქვია.
      გროვის შემადგენლობაში შემავალი გალაქტიკები მოძრაობენ. ეს მოძრაობა ნიუტონის მოძრაობის კანონებითა და მსოფლიო მიზიდულობის კანონით აღიწერება. გალაქტიკათა მოძრაობაზე დაკვირვებამ ასტრონომები მიიყვანა დასკვნამდე, რომ გალაქტიკებს შორის სივრცეში არსებობს ნივთიერება, რომელასაც ძალზე მცირე სიმკვრივე აქვს, მაგრამ მისი საერთო მასა გალაქტიკათა გროვის მიერ დაკავებულ მოცულობაში შეიძლება გალაქტიკების საერთო მასას უტოლდებოდეს და ზოგჯერ აღემატებოდეს კიდევაც.
      უკანასკნელი წლების გამოკვლევები სამყაროს ,,უახლოესი მიდამოების” შემდეგნაირ სურათს გვაძლევს. ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი – და ანდრომედას ნისლეული ადგილობრივი ჯგუფის ,,მთავარი წევრები” არიან. მათ გარდა ადგილობრივ ჯგუფში შემავალი კიდევ 40–მდე გალაქტიკაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ გალაქტიკების საერთო მასა ადგილობრივი ჯგუფის საერთო მასის (mჯგ =650•109 ) მხოლოდ 10%_ია. ადგილობრივი ჯგუფის დიამეტრია 1,3 მგპს.
      თვით ადგილობრივი ჯგუფი,  გალაქტიკების სხვა გროვებთან ერთან, არის ერთ-ერთი წევრი ე.წ. ადგილობრივი სუწერგროვისა , რომლის ცენტრი ჩვენგან 16 მეგაპარსეკის ტოლ მანძილზეა, ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამ სუპერგროვის ცენტრში განლაგებულია გალაქტიკების გიგანტური გროვა, რომელიც 1000-ზე მეტ გალაქტიკას შეიცავს. ადგილობრივი ჯგუფი, გალაკტიკების სხვა გროვებთან ერთად, მოძრაობს ამ სუპერგროვის ცენტრის გარშემო მისი მიზიდულობის ზალის გავლენით. ადგილობრივი სუპერგროვის დიამეტრიც, დაახლოების, 30 მეგაპარსეკია.
      აღმოჩენილია მნიშვნელოვნად უფრო დიდი სუპერგროვებიც, რომლების რამდენიმე ასეულ ათას გალაქტიკას აერთიანებს.მათი დიამეტრია საშუალოდ, 100 მგპს. თანამედროვე ხელსაწყოებითა და მეთოდებით დაკვირვებებისათვის და შესწავლისათვის მისაწვდომ სამყაროს ნაწილს მეტაგალაქტიკა უწოდეს.უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, მეტაგალქტიკა შეიძლება თითქმის ცარიელი ,,უჯრედებისაგან”, რომელთა შორის,,კედლები”  გალაქტიკათა გროვებითაა შევსებული.კედლების გადაკვეთის ადგილებში – უჯრედების ,,წიბოებში” – სუპერგროვებია განლაგებული. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ერთ-ერთი ასეთი ,,წიბო” – სუპერგროვები ,,ძეწკვი”, რომლის საერთო სიგრძე 300 მგპს – თითქმის მილიარდ სინათლის წელიწადს – აღწევს. ყველა ეს მონაცემი დაზუსტებას მოითხოვს, რაზედაც მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. სამყაროს ევოლუციის ტანამედროვე სტადიაზე მეტაგალაქტიკა ფართოვდება – იზრდება ,,უჯრედების” ზომები, ,,მეჩხერდება” მათი კედლები.
            მეცნიერები – ასტრონომები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები – ცდილობენ ამ ხლართის სტრუქტურაში გაერკვნენ და მისი ასეთი სახით წარმოქმნის მიზეზი და ემდგომი ევოლუციის გზები დაადგინონ.

No comments:

Post a Comment